Header image  
saqarTvelos flora da fauna  
  
 
 
 
 


saqarTvelos buneba

 

მცენარეთა სამყარო ცხოველთა სამყარო
ხეობა მდინარე
ჩანჩქერი ტბა
წყალსაცავი კონცხი
ყურე დაბლობი
არხი ქედი
ვაკე პლატო
ზეგანი მთა
ვულკანი მყინვარი
მწვერვალი ქვაბული
მღვიმე უღელტეხილი
კავკასია კავკასიონი
საქართველოს ბიომრავალფეროვნება საქართველოს წყლის რესურსები
საქართველოს დაცული ტერიტორიები საქართველოს ბოტანიკური ბაღები

ბუნება მატერიალური სამყარო, მსოფლიო, მთელი მატერია და ენერგია მის საწყის ფორმაში, მეცნიერული შესწავლის ძირითადი საგანი. ტერმინი ხშირად გამოიყენება ადამიანის არსებობის ბუნებრივი გარემოს მნიშვნელობით (ყველაფერი რაც ჩვენს ირგვლივ გვაკრავს, ადამიანის ხელით შექმნილის გარდა).

ბუნების ლათინური ეკვივალენტი natura მნიშვნელობით ენათესავება "დაბადებას", მაშინ როდესაც ბერძნული φύσις (ფიზის) უკავშირდება "ზრდას". ბუნების სპექტრი მოიცავს ყველაფერს უნივერსალურიდან სუბატომურამდე. მასში შედის ყველაფერი ცხოველური, მცენარეული და მინერალური; ყველა ნატურალური რესურსი და მოვლენა (ქარიშხალი ჭექა-ქუხილი, მიწისძვრა და მისთ.). ის ასევე მოიცავს ცხოველურ არსებათა ქცევასაც და უსულო საგნებთან დაკავშირებულ პროცესებსაც - თუ რა სახით იცვლება ეს საგნები.

bunebis silamaze

მწერალს სტივენ ფრაის კომენტარით, თუ ირგვლივ მიმოვიხედავთ, ნებისმიერი სიუშნოვე ჩვენს ირგვლივ ადამიანის ხელით არის შექმნილი; ეს არგუმენტი ხელს უწყობს საყოველთაოდ გავრცელებულ აზრს იმაზე, რომ ბუნება განუსაზღვრელად ლამაზია. ის ფაქტი, რომ ბუნების სილამაზე ადამიანის ხელოვნების აღმაფრენის უდიდესი წყარო იყო ოდითგანვე კიდევ უფრო აძლიერებს ბუნებასა და სილამაზეს შორის ასოციაციას. ამ აზრს იზიარებს მრავალი მეცნიერიც; ფრანგ მათემატიკოს, ჟულს ანრი პოანკარეს (1854-1912) უთქვამს:

"მეცნიერი ბუნებას არ სწავლობს რადგან ეს მისთვის სასარგებლოა; მეცნიერი ბუნებას სწავლობს რადგან ის აღაფრთოვანებს მას, ის აღფთოვანებულია მით, რადგან ის ლამაზია. ბუნება ლამაზი რომ არ იყოს ის შესწავლის ღირსი არ იქნებოდა, და ბუნება შესწავლის ღირსი რომ არ იყოს, სიცოცხლე ცხოვრების ღირსი არ იქნებოდა. რა თქმა უნდა მე არ ვგულისხმობ სილამაზეს, რომელიც ჩვენს გრძნობებზე მოქმედებს - შემადგენლობისა და გარეგნობის სილამაზე; არც ამგვარი სილამაზის დაკნინება მსურს, თუმცა მას არავითარი კავშირი აქვს მეცნიერებასთან; მე ვგულისხმობ სილამაზეს, რომელიც მოდის ბუნების შემადგენელ ნაწილთა შორის ჰარმონიული წესრიგისგან, და რომლის შეცნობა წმინდა შემეცნებას ძალუძს".

mcenareTa samyaro

მცენარეები ბიოლოგიური სამყაროა, მრავალუჯრედიანი ორგანიზმების ერთ-ერთი ძირითადი ჯგუფია, რომელშიც სხვებთან ერთად შედის ხავსები, გვიმრანაირები, შვიტები, ლიკოპოდიუმები, შიშველთესლოვნები და ყვავილოვანი მცენარეები. მცენარეებს ხშირად მიაკუთვნებენ ყველა წყალმცენარეს ან მათ ზოგიერთ ჯგუფს. მცენარეები (პირველ რიგში კი ყვავილოვანი) სიცოცხლის მრავალგვარი ფორმებით არის წარმოდგენილი. მათ შორის არის ხეები, ბუჩქები, ბალახები და სხვ.

saerTo niSnebi

მცენარეულ უჯრედს ცელულოზის მკვრივი გარსი აქვს.

უჯრედში განლაგებულია მწვანე პლასტიდები - ქლოროპლასტები. მათში არის მწვანე პიგმენტი ქლოროფილი, რომელიც შესაძლებელს ხდის ფოტოსინთეზს (ორგანული ნაერთებიდან ენერგიის მიღება მზის სინათლის ზემოქმედებით და ფოტოსინთეზური პიგმენტების მონაწილეობით). ქლოროპლასტების წყალობით მცენარეთა უმრავლესობას მწვანე შეფერილობა აქვს. უმეტესწილად აქვთ მიმაგრებული სიცოცხლის წესი. უჯრედში ნივთიერებების მარაგი გროვდება სახამებლის სახით. იზრდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ცხოველმოქმედებას არეგულირებს ფიტოჰორმონები.

gansazRvreba, istoria

კითხვაზე, რა არის მცენარე, ცალსახა პასუხი არ არსებობს. პირველად ამ კითხვაზე პასუხის გაცემა სცადა ძველმა ბერძენმა ფილოსოფოსმა და მეცნიერმა არისტოტელემ. მან მცენარეები მოათავსა უსულო საგნებსა და ცხოველებს შორის და განსაზღვრა მცენარეები, როგორც ცოცხალი ორგანიზმები, რომლებსაც არა აქვთ დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი (ცხოველების საპირისპიროდ). მოგვიანებით აღმოაჩინეს ბაქტერიები და არქეები, რომლებიც არანაირად არ ხვდებოდნენ მცენარეთა ამგვარ განმარტებაში. უკვე XIX საუკუნის მეორე ნახევარში სოკოები და წყალმცენარეთა ზოგიერთი სახეობა გამოყვეს ცალკე კატეგორიებად, რადგან მათ არა აქვთ ძარღვებისა და ფესვების სისტემა, რომელიც სხვა მცენარეებისთვის არის დამახასიათებელი.

Tanamedroveoba

ganmsazRvreli niSnebi

უჯრედის (როგორც წესი, ცელულოზისგან შემდგარი) მკვრივი გარსის არსებობა, რომელიც არ უშვებს მყარ ნაწილაკებს.

მწარმოებელი მცენარეები. ფოტოსინთეზის პროცესში ისინი აწარმოებენ ორგანულ ნივთიერებებს ნახშირორჟანგისა და მზის ენერგიის დახმარებით. სოკოებსა დ ბაქტერიების დიდ ნაწილს ბოლო დროს ცალკე სამეფოს მიაკუთვნებენ. ადრე სოკოები და ბაქტერიები მცენარეებად ითვლებოდა.

ციანობაქტერიები ანუ ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები, რომლებსაც, ისევე როგორც მცენარეთა უმრავლესობას ფოტოსინთეზი ახასიათებს, თანამედროვე კლასიფიკაციით ასევე არ მიეკუთვნებიან მცენარეებს (ციანობაქტერიები შედის ბაქტერიების სამეფოში ცალკე განყოფილებად).

მცენარეების სხვა ნიშნები უძრაობა, მუდმივი ზრდა, თაობების მონაცვლეობა და სხვა, არ არის უნიკალური და მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი, მაგრამ ერთობლიობაში საშუალებას გვაძლევს განვასხვავოთ ისინი ორგანიზმების სხვა ჯგუფებისგან.

warmoSoba da evolucia

arqauli era (2500-3800 milioni wlis win)

პალეონტოლოგიური აღმოჩენებით თუ ვიმსჯელებთ, ცოცხალი ორგანიზმების სამყაროებად დაყოფა 3 მილიარდ წელზე მეტი ხნის წინ მოხდა. პირველი ავტოტროფული ორგანიზმები იყო მაფოტოსინთეზირებელი ბაქტერიები (ამჟამად ისინი წარმოდგენილია მეწამული და მწვანე ბაქტერიებით, ციანობაქტერიებით). კერძოდ, შუა არქეულ პერიოდში (2800-3200 მილიონი წლის წინ) უკვე არსებობდა ციანობაქტერიების კოლონიები (თანამეგობრობები).

proteozouli era (570-2500 milioni wlis win)

დღეისათვის არ არსებობს ეუკარიოტული ფოტოავტოტროფული ორგანიზმების (მცენარეების) წარმოშობის ისეთი თეორია, რომელიც ყველა კითხვას უპასუხებდა. ერთ-ერთი მათგანი (სიმბიოგენეზის თეორია) ვარაუდობს, რომ ეუკარიოტული ფოტოტროფების წარმოქმნა ეუკარიოტული ჰეტეროტროფული ამებისნაირი უჯრედის ფოტოტროფული ტიპის კვებაზე გადასვლის შედეგია, რაც გამოიწვია სიმბიოზმა მაფოტოსინთეზირებელ ბაქტერიებთან, რომლებიც შემდგომ ქლოროპლასტებად გადაიქცნენ. ამ თეორიის თანახმად ანაერობული ბაქტერიებისგან წარმოიქმნა, ასევე, მიტოქონდრიებიც. ამგვარად წარმოიქმნა წყალმცენარეებისგან პირველი ნამდვილი მცენარეები. პროტეროზოირ ერაში ფართოდ გავრცელდა ერთუჯრედიანი და კოლონიური ტიპის ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები, გამოჩნდა წითელი და მწვანე წყალმცენარეები.

paleozouri era (230-270 milioni wlis win)

სილურული პერიოდის ბოლოს (405-440 მილიონი წლის წინ) დედამიწაზე მთათა წარმოქმნის ინტენსიური პროცესები მიმდინარეობდა, რომელთა შედეგად წარმოიქმნა სკანდინავიის მთები, ტიან-შანის მთები, საიანები, ასევე ბევრი ზღვის გამარჩხება და გაქრობა გამოიწვია. ამის შედეგად ზოგიერთი წყალმცენარე (თანამედროვე ყვითელ-მწვანე, ანუ განსხვავებულშოლტიანი წყალმცენარეების მსგავსი) გამოვიდა ხმელეთზე, დასახლდა ლიტორალებსა და სუპრალიტორალებში. ეს შესაძლებელი გახდა ბაქტერიებისა და ციანობაქტერიების მოქმედების შედეგად, რომლებმაც ხმელეთის ზედაპირზე ნიადაგის სუბსტრატი წარმოქმნეს. ასე წარმოიშვა პირველი უმაღლესი მცენარეები – რინიოფიტები. რინიოფიტების თავისებურება ის არის, რომ მათში უკვე განვითარდა ქსოვილები და მოხდა ამ ქსოვილების დიფერენცირება საფარ, მექანიკურ, გამტარ და მაფოტოსინთეზირებელ ქსოვილებად. ეს გამოიწვია ჰაერის გარემოს მკვეთრმა განსხვავებამ წყლის გარემოსგან. კერძოდ:

ჰაერში მეტია მზის რადიაცია და მისგან დასაცავად ხმელეთის პირველ მცენარეებს უნდა გამოეყოთ და ზედაპირზე ჩაელაგებინათ კუტინი, რაც იყო საფარი ქსოვილების (ეპიდერმისის) ფორმირების პირველი ეტაპი;

კუტინის ჩალაგებამ შესაძლებელი გახადა ტენის შთანთქმა მთელ ფართობზე (როგორც ეს წყალმცენარეებში არის), რამაც გამოიწვია რიზოიდების ფუნქციის შეცვლა, რომლებიც ამის შემდეგ არა მხოლოდ ამაგრებდნენ ორგანიზმს სუბსტრატზე, არამედ მისგან წყალსაც შთანთქავდნენ;

მიწისქვეშა და მიწისზედა ნაწილებად დაყოფამ განაპირობა მინერალური ნივთიერებების, წყლისა და ფოტოსინთეზის პროდუქტების მთელს ორგანიზმში მიწოდების აუცილებლობა, რასაც ახორციელებდა წარმოქმნილი გამტარი ქსოვილები – ქსილემა და ფლოემა;

სახეობათა შორის მზის სინათლისთვის კონკურენციის პროცესში წყლის ამომგდები ძალის არარსებობამ და, შესაბამისად, ცურვის შეუძლებლობამ გამოიწვია მექანიკური ქსოვილების წარმოქმნა, რომელთა მიზანი იყო მეზობლებზე მეტად „ზევით აწევა“. ამან განაპირობა კიდევ ერთი ფაქტორი, კერძოდ კი გაუმჯობესებული განათება, რომელმაც გაააქტიურა ფოტოსინთეზის პროცესი და გამოიწვია ნახშირბადის სიჭარბე, რამაც, თავის მხრივ, შექმნა მექანიკური ქსოვილების წარმოქმნის პირობები;

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი არომორფოზის პროცესში მაფოტოსინთეზირებელი უჯრედები ცალკე ქსოვილებად გამოიყოფა.

ხმელეთის ყველაზე ძველი მცენარეა კუქსონია. ქუქსონია აღმოაჩინეს 1937 წელს შოტლანდიაში, სილურიული პერიოდის ქვიშაქვაში (ასაკი – დაახლოებით 415 მილიონი წელია). უმაღლესი მცენარეების შემდგომი ევოლუცია ორი მიმართულებით წარიმართა: გამეტოფიტური (ხავსები) და სპოროფიტული (ძარღვოვანი მცენარეები). პირველი შიშველთესლიანი მცენარეები წარმოიშვა მეზოზოური ერის დასაწყისში (დაახლოებით 220 მილიონი წლის წინ). პირველი ფარულთესლიანი (ყვავილოვანი) მცენარეები იურიულ პერიოდში გამოჩნდა.

klasifikacia, klasifikaciis sistemebis evolucia

ჰეკელი(1894) სამი სამეფო უიტეკერი (1969) ხუთი სამეფო ვიეზე (1977) ექვსი სამეფო ვიეზე (1990) სამი დომენი კავალირ-სმიტი (1998) ორი დომენი და შვიდი სამეფო
ცხოველები ცხოველები ცხოველები ეუკარიოტები ეუკარიოტები ცხოველები
მცენარეები სოკოები სოკოები სოკოები
მცენარეები მცენარეები მცენარეები
მცენარეები მცენარეები ქრომისტები
პროტისტები პროტისტები
მონერა არქეები - არქეები პროკარიოტები არქეები
ეუბაქტერიები ეუბაქტერიები ეუბაქტერიები

mravalferovneba

2010 წლის დასაწყისის მდგომარეობით გარემოს დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) მონაცემებით აღწერილი იყო მცენარეთა 320 ათასი სახეობა. მათ შორის მხოლოდ 280 ათასი იყო ყვავილოვანი, ერთი ათასი სახეობა – შიშველთესლოვნები, დაახლოებით 16 ათასი სახეობა – ხავსისებრნი, დაახლოებით 12 ათასი სახეობა – უმაღლესი სპოროვანი მცენარეები (ლიკოპოდიუმისმაგვარნი, გვიმრისებრნი, შვიტისმაგვარნი). თუმცა, ეს რიცხვი იზრდება, რადგან მუდმივად ხდება ახალი სახეობების აღმოჩენა.

თანამედროვე მცენარეების მრავალფეროვნება
  განყოფილებები ქართული დასახელება სახეობათა რიცხვი
მწვანე წყალმცენარეები Chlorophyta მწვანე წყალმცენარეები 3 000 - 20 000
Charophyta ხარასნაირი წყალმცენარეები 4000 - 6000
ხავსისებრნი Marchantiophyta ღვიძლის ხავსები 6000 - 8000
Anthocerotophyta ანთოცეროტოვანნი 100 - 200
Bryophyta ღეროფოთლოვანი ხავსები (ნამდვილი ხავსები) 10 000
ძარღვოვანი სპოროვანი Lycopodiophyta ლიკოპოდიუმისმაგვარნი 1200
Pteridophyta გვიმრანაირნი 11 000
Equisetophyta შვიტისმაგვარნი 15
თესლოვანი მცენარეები Cycadophyta საგოსნაირნი (ციკასები,
ციკადოფიტები)
160
Ginkgophyta გინკგოფიტები (გინკგოები) 1
Pinophyta წიწვოვანი 630
Gnetophyta გნეტუმისნაირნი (გნეტოფიტები) 70
Magnoliophyta ყვავილოვანი მცენარეები 281 821

mcenareebis agebuleba

ზოგ მცენარეს ძალიან რთული აგებულება აქვს, მაგრამ ზოგი ერთუჯრედიანი ორგანიზმებით არის წარმოდგენილი. მაგალითად: ქლორელა, ქლამიდიომონადა და ა. შ.

მცენარის უჯრედისთვის დამახასიათებელია შედარებით დიდი ზომები (ზოგჯერ რამდენიმე სანტიმეტრამდეც კი), ცელულოზის მაგარი უჯრედული გარსი, ქლოროპლასტები და მსხვილი ცენტრალური ვაკუოლი, რომელიც ტურგორის რეგულირების საშუალებას იძლევა. დაყოფის დროს ტიხარი წარმოიქმნება მრავალრიცხოვანი ბუშტულაკების (ფრაგმოპლასტების) ურთიერთშერწყმის ხარჯზე. მცენარეების სპერმატოზოიდები ორ ხავსისებრებს და ლიკოპოდიუმისმაგვარებს) ან მრავალშოლტიანია (ყველა დანარჩენ გვიმრანაირებს, საგოსნაირებს და გინგკოფიტებს). თანაც შოლტოვანი აპარატის ულტრასტრუქტურა ძალიან ჰგავს ხარასნაირი წყალმცენარეების შოლტოვანი უჯრედების (მწვანე წყალმცენარეების განყოფილება) შესაბამის სტრუქტურას.

მცენარეების უჯრედები ქსოვილებად ერთიანდება. მცენარეების ქსოვილები ხასიათდება იმით, რომ მათში პრაქტიკულად არ არსებობს უჯრედშორისი ნივთიერება და ბევრია მკვდარი უჯრედები (ზოგიერთი ქსოვილი, როგორიცაა, მაგალითად სკლერენქიმა და ფელემა, თითქმის  მთლიანად მხოლოდ მკვდარი უჯრედებისგან შედგება), ასევე იმით, რომ ცხოველებისგან განსხვავებით, მცენარეების ქსოვილი შეიძლება შეიცავდეს სხვადასხვა ტიპის უჯრედებს (მაგალითად, ქსილემა შედგება წლის გამტარი ელემენტებისგან, მერქნის ბოჭკოებისგან და მერქნის პარენქიმისგან).

მცენარეთა უმრავლესობა ხასიათდება ტანის მნიშვნელოვანი დანაწევრებით. არსებობს მცენარეების ტანის ორგანიზების რამდენიმე ტიპი: თალუსი, რომელშიც ცალკეული ორგანოები არ გამოირჩევა და ტანი ერთიან მწვანე ფირფიტას წარმოადგენს (ზოგიერთი ხავსისებრი, გვიმრების გამეტოფიტები), ფოთოლღეროვანი, რომელშიც ტანი წარმოადგენს ფოთლებიან ნაყარს (ფესვები არა აქვს, ხავსისებრთა უმრავლესობა). მცენარეთა უმრავლესობის ნაყარი შედგება ღერძული ნაწილისგან (ღეროსგან) და გვერდითი მაფოტოსინთეზირებელი ორგანოებისგან (ფოთლებისგან), რომლების შესაძლოა წარმოიშვას ან როგორც ღეროს გარე ქსოვილების წამონაზარდები (ხავსისებრნი), ან მოკლე გვერდითი ღეროების შერწყმის შედეგად (გვიმრისებრნი). მიღებულია ნაყარის ჩანასახის ჩათვლა განსაკუთრებულ ორგანოდ – კვირტად.

mcenareebis sasicocxlo cikli, gamravleba

მცენარეებისთვის დამახასიათებელია გამრავლების ორი ტიპი: სქესობრივი და უსქესო. უმაღლესი ძარღვოვანი მცენარეების სქესობრივი პროცესის ერთადერთი ფორმაა ოოგამია. უსქესო გამრავლების ფორმებიდან ფართოდ არის გავრცელებული ვეგეტატიური გამრავლება.

ვეგეტატიურის გარდა მცენარეებს აქვთ გამრავლების სპეციალიზებული ორგანოები, რომელთა აგებულება დაკავშირებულია სასიცოცხლო ციკლის მიმდინარეობასთან. მცენარეთა სასიცოცხლო ციკლში მონაცვლეობს სასქესო, ჰაპლოიდური თაობა (გამეტოფიტი) და უსქესო, დიპლოიდური თაობა (სპოროფიტი). გამეტოფიტზე წარმოიქმნება მამრობითი სასქესო ორგანოები – ანთერიდიუმი და მდედრობითი სასქესო ორგანოები – არქეგონიუმი (არა აქვს ზოგიერთ გნეტუმისებრს და ფარულთესლიანს). სპერმატოზოიდები (არა აქვთ წიწვოვანებს, გნეტუმისებრთ და ფარულთესლიანებს) ანაყოფიერებენ არქეგონიუმში მყოფ კვერცხუჯრედს, რის შედეგადაც წარმოიქმნება დიპლოიდური ზიგოტა. ზიგოტა აყალიბებს ჩანასახს, რომელიც თანდათანობით სპოროფიტად ვითარდება. სპოროფიტზე ვითარდება სპორანგიუმი (ხშირად ეს ხდება სპეციალურ სახეცვლილ ფოთლებზე, ანუ სპოროფილებზე). სპორანგიუმში მიმდინარეობს მეიოზი და წარმოიქმნება ჰაპლოიდური სპორები. ჰეტეროსპორულ მცენარეებში ეს არის ორი ტიპის სპორები: მამრობითი (მათგან ვითარდება მხოლოდ ანტერიდიუმიანი გამეტოფიტები) და მდედრობითი (მათგან ვითარდება მხოლოდ არქეგონიუმის მტარებელი გამეტოფიტები); ჰომოსპორულ მცენარეებში სპორები ერთნაირია. სპორიდან ვითარდება გამეტოფიტი და ყველაფერი თავიდან იწყება. ასეთი სასიცოცხლო ციკლი აქვთ ხავსისებურთ და გვიმრისებურთ. ამასთან, პირველი ჯგუფის სასიცოცხლო ციკლში დომინირებს გამეტოფიტი, მეორეში – სპოროფიტი. თესლოვან მცენარეებში სურათი რთულდება იმის ხარჯზე, რომ მდედრობითი (არქეგონიუმის მატარებელი) გამეტოფიტი უშუალოდ დედის სპოროფიტზე ვითარდება, ხოლო მამრობითი გამეტოფიტი (ყვავილის მტვრის მარცვლები) მასზე უნდა იქნეს გადატანილი დამტვერვის პროცესში. თესლოვანი მცენარეების სპოროფილებს ხშირად რთული აგებულება აქვს და გაერთიანებულია ე.წ. სტრობილებში, ხოლო ფარულთესლიანებში – ყვავილებში, რომლებიც, თავის მხრივ შეიძლება ყვავილედებად გაერთიანდეს. გარდა ამისა, ფარულთესლიანებში წარმოიქმნება სპეციალიზებული, რამდენიმე გენოტიპის შემცველი სტრუქტურა – თესლი, რომელიც, პირობითად, გამრავლების ორგანოებს შეიძლება მივაკუთვნოთ. ფარულთესლიან მცენარეებში დამტვერვის შემდეგ ყვავილი მწიფდება და ნაყოფს აყალიბებს.

mniSvneloba

ცხოველთა სამყაროს არსებობა, ადამიანის ჩათვლით, შეუძლებელი იქნებოდა მცენარეების გარეშე, რაც განსაზღვრავს მათ განსაკუთრებულ როლს ჩვენი პლანეტის ცხოვრებაში. ყველა ორგანიზმებიდან მხოლოდ მცენარეებსა და მაფოტოსინთეზირებელ ბაქტერიებს აქვთ მზის ენერგიის აკუმულირების უნარი, რომლის მეშვეობითაც არაორგანული ნივთიერებებისგან ორგანულ ნივთიერებებს ქმნიან. ამ დროს მცენარეები ჰაერიდან იღებენ CO2-ს და გამოყოფენ O2-ს. სწორედ მცენარეთა საქმიანობის შედეგად შეიქმნა ატმოსფერო, რომელიც შეიცავს O2-ს და მათი არსებობით ხდება მისი შენარჩუნება სუნთქვისთვის ვარგის დონეზე. მცენარეები ძირითადი, განმსაზღვრელი რგოლია ყველა ჰეტეროტროფული ორგანიზმის, ადამიანის ჩათვლით, კვების რთულ ჯაჭვში. ხმელეთის მცენარეები წარმოქმნიან ველებს, მდელოებს, ტყეებს და სხვა მცენარეულ დაჯგუფებებს, რითიც ქმნიან დედამიწის ლანდშაფტურ მრავალფეროვნებას და ყველა სამეფოს ორგანიზმების საცხოვრებელი ეკოლოგიური ნიშების უსასრულო მრავალფეროვნებას. და ბოლოს, მცენარეთა უშუალო მონაწილეობით შეიქმნა და ყალიბდება ნიადაგი.

kvebiTi mrewveloba, mcenareebis moSinaureba

ადამიანმა 100-ზე მეტი ბოტანიკური გვარის წარმომადგენელი 200 სახეობაზე მეტი მცენარე მოაშინაურა. მათი ფართე ტაქსონომიური სპექტრი ასახავს იმ ადგილების მრავალფეროვნებას, რადაც მათი მოშინაურება მოხდა. ძირითადი საკვები მცენარეები, რომლებიც ამჟამად გამოიყენება კულტურაში მოშინაურებულია სამხრეთ-დასავლეთ აზიის ქვეყნებში. დღეს ეს არის ერაყის, ირანის, იორდანიის, ისრაელისა და პალესტინის ტერიტორია. სავარაუდოა, რომ ძველ მიწათმოქმედთათვის ცნობილი იყო ვეგეტატიური გამრავლების (კლონირების) და ახლო-ნათესაური შეჯვარების (ინბრიდინგის) უპირატესობები. კლონირებით გამრავლებადი მცენარეთა მაგალითებია: კარტოფილი, ხეხილი. ამ ქვეყნებში თითქმის ყველა საკვები ნივთიერება, რომელსაც ადამიანები საჭმელთან ერთად იღებდნენ, შემოდის ნახშირწყლების მაღალი შემცველობის მქონე მარცვლოვნებიდან, რომლებიც დიდი რაოდენობით ცილას შეიცავს (ხორბალი, ქერი). ამის მიუხედავად, მარცვლოვანი კულტურების ცილები ამინომჟავური შემადგენლობის მიხედვით არ არის მთლიანად დაბალანსებული (მცირე რაოდენობით შეიცავს ლიზინს და მეთიონინს). ძველმა მიწათმოქმედებმა ეს მარცვლოვნები შეავსეს პარკოსანი მცენარეებით (ბარდით, ოსპით, ცერცველათი). ქერი ერთადერთი მარცვლოვანი კულტურაა, რომელიც უფრო გვიან შეიქმნა, ვიდრე ხორბალი და სხვა კულტურული მცენარეები. თვითდამტვერვად სელს აქვს ცხიმით მდიდარი თესლი, რამაც შეავსო ძველ მიწათმოქმედთა საკვები ტრიადა (ცხიმები, ცილები, ნახშირწყლები). ძველმა მიწათმოქმედებმა შეადგინეს მოშინაურებული მცენარეების ნაკრები, რომელიც დღესაც აკმაყოფილებს ადამიანის კვებით მოთხოვნილებებს. შემდგომ მოხდა კულტურული მცენარეების თანდათანობითი გავრცელება მათი წარმოშობის კერიდან ახალ რაიონებში. ამის შედეგად, ერთი და იგივე მცენარეები გახდა მთელი მსოფლიოს მოსახლეობის საკვები. კულტურულ მცენარეთა ნაწილი მოაშინაურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში. მათ შორის არის ისეთი თვითდამტვერვადი მცენარეები, როგორებიცაა ბამბა, ბრინჯი, სორგო, მიწის თხილი.

Tanamedrove kulturuli mcenareebi

მცენარეთა სამეფოს უდიდესი მრავალფეროვნებიდან ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანია თესლოვანი და, უმთავრესად ყვავილოვანი მცენარეები (ფარულთესლიანები). სწორედ მათ განეკუთვნება თითქმის ყველა მცენარე, რომლიდანაც ადამიანმა კულტურა გამოიყვანა. ადამიანის ცხოვრებაში პირველ ადგილზეა პურეული მცენარეები (ხორბალი, ბრინჯი, სიმინდი, ფეტვი, სორგო, ქერი, ჭვავი, შვრია) და სხვადასხვა ბურღულეული მცენარეები. ზომიერი კლიმატის ქვეყნებში ადამიანის კვებით რაციონში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კარტოფილს, ხოლო უფრო სამხრეთ რაიონებში ბატატს (ტკბილ კარტოფილს), დისკორეას, ბოლქვიან მჟაველას, ტაროს (კოლოკაზიას) და ა. შ. ფართოდ გამოიყენება მცენარეული ცილებით მდიდარი მარცვლიანი პარკოსნები (ლობიო, ბარდა, მუხუდო, ოსპი და სხვ.), შაქრის შემცველები (შაქრის ჭარხალი, შაქრის ლერწამი), მრავალრიცხოვანი ზეთოვანები (მზესუმზირა, მიწის თხილი (არაქისი), ზეთისხილი და სხვ.), ხილი, კენკრა, ბოსტნეული და სხვა კულტურული მცენარეები.

თანამედროვე საზოგადოება რთული წარმოსადგენია მატონიზირებელი მცენარეების – ჩაის, ყავის, კაკაოს გარეშე ისევე, როგორც მეღვინეობის საფუძვლის – ყურძნის, ან თამბაქოს გარეშე.

მეცხოველეობა ეფუძნება ველური და კულტურული საკვები მცენარეების გამოყენებას.

msubuqi mrewveloba

ბამბა, სელი, რამი, ჯუთი, კენაფი, საფეიქრო აგავა და მრავალი სხვა ბოჭკოვანი მცენარე უზრუნველყოფს ადამიანს ტანსაცმლით და ტექნიკური ქსოვილებით.

xis gadamamuSavebeli warmoeba

ყოველწლიურად უდიდესი რაოდენობის ხე-ტყე გამოიყენება საშენ მასალად, ცელულოზის მისაღებად და სხვ.

energetika

ადამიანისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ენერგიის ერთ-ერთ მთავარ წყაროს – ქვანახშირს, ასევე ტორფს. მათ შესახებ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მზის ენერგია, რომელიც წარსულის მცენარეულ ნაშთებშია დაგროვებული.

medicina da qimia

დღემდე არ დაუკარგავს თავისი ეკონომიკური მნიშვნელობა მცენარეებიდან მიღებულ ბუნებრივ კაუჩუკს. ძვირფას ფისებს, გუმფისებს, ეთერზეთებს, საღებავებს და სხვა პროდუქტებს, რომლებიც მცენარეების გადამუშავებით მიიღება, თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ადამიანის სამეურნეო საქმიანობაში. მრავალრიცხოვანი მცენარეები ვიტამინების ძირითადი მიმწოდებელია, სხვები (ფუტკარა, რაუვოლფია, ალოე, ბელადონა, ჟაბორანდი (პილოკარპუსი), კატაბალახა და ასობით სხვა) კი აუცილებელი წამლების, ნივთიერებებისა და პრეპარატების წყაროს წარმოადგენს.

ekologia

მცენარეული საფარი ჟანგბადით ამდიდრებს ატმოსფეროს და ენერგიისა და ორგანული მასალების ძირითადი წყაროა თითქმის ყველა ეკოსისტემისთვის. ფოტოსინთეზმა რადიკალურად შეცვალა ადრეული ხანის დედამიწის ატმოსფერო, რომელიც დღეს დაახლოებით 21% ჟანგბადს შეიცავს. ცხოველებს და მრავალ სხვ აერობულ ორგანიზმს ესაჭიროება ჟანგბადი, შედარებით იშვიათია ანაერობული ფორმები. ბევრ ეკოსისტემაში მცენარეები კვებითი ჯაჭვის საფუძველია.

ხმელეთის მცენარეები წყლისა და სხვა ბიოქიმიური ციკლების საკვანძო კომპონენტებია. ზოგიერთმა მცენარემ ევოლუცია აზოტის დამაფიქსირებელ ბაქტერიებთან ერთად განიცადა და აზოტის წრებრუნვაში ჩაერთო. მცენარეების ფესვები არსებით როლს თამაშობს ნიადაგის განვითარებაში და მისი ეროზიის თავიდან აცილებაში.

ganawileba, ekologiuri urTierTkavSirebi

მრავალმა ცხოველმა მცენარეებთან ერთად განიცადა ევოლუცია. მრავალი მწერი ამტვერიანებს ყვავილებს საკვებად მტვრისა და ნექტრის გამოყენების სანაცვლოდ. ოთხფეხიანები ჭამენ ნაყოფს და ფეკალიებით ავრცელებენ თესლს. მცენარეთა უმრავლესობამ გამოიმუშავა სიმბიოზი სხვადასხვა სახის სოკოებთან (ე.წ. მიკორიზა, ანუ სოკოფესვი). სოკოები ეხმარებიან მცენარეებს ნიადაგიდან წყლისა და მინერალური ნივთიერებების მიღებაში, ხოლო მცენარეები ამარაგებენ სოკოებს ნახშირწყლებით, რომელიც ფოტოსინთეზის შედეგად არის წარმოებული. ასევე არსებობს სიმბიოზური სოკოები – ენდოფიტები, რომლებიც უშუალოდ მცენარეებში ცხოვრობენ და ხელს უწყობენ მასპინძელი ორგანიზმის ზრდას.

parazitizmi

პარაზიტი მცენარეები არის როგორც უმდაბლეს, ასევე უმაღლეს მცენარეებში. ასეთი მცენარეები დიდ ზიანს აყენებენ სოფლის მეურნეობას.

mtacebeli mcenareebi

არსებობს მტაცებელ მცენარეთა 500-ზე მეტი სახეობა. მტაცებელი მცენარეები ჩვეულებრივ იმ ნიადაგებზე იზრდება, რომლებიც ღარიბია საკვები ნივთიერებებით და მინერალური მარილებით. მცენარეთა „მტაცებლობა“ განპირობებულია ნიადაგში აზოტის ნაკლებობით. სწორედ ამიტომ მტაცებელი მცენარეები შეეგუენ აზოტის მიღებას მწერებისა და სხვა ცხოველებისგან, რომლებსაც იჭერენ მრავალგვარი ეშმაკური მახეების დახმარებით.

რუსეთის ტყეების ყველაზე ცნობილი მტაცებელი მცენარეა მრგვალფოთოლა დროზერა, იგივე ცვრიანა (Drosera rotundifolia). ეს მცენარე ფოთლის კიდეებზე გამოყოფს ნამის მსგავს წებოვან სითხეს, მჟავა საჭმლის მომნელებელ წვენს. მწერი ჯდება „ნამის“ წვეთზე, ეწებება მას და დროზერას მსხვერპლი ხდება.

სხვა ცნობილი მტაცებელი მცენარეებია ვენერას ბუზიჭერია, დარლინგტონია, ცხიმურა, ცვრიანა.

 

damatebiTi informacia